ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, June 1, 2014

მივყვები ქუჩებს , უოლტის ძალით !


მე მოვედ ცადა , მე მოვედ მიწად,
მე ჩავიხედე წიაღში ღრმადა,
მინდა ჩავხედო გონებას სულში ,
მინდა ჩავბერო სიცოცხლეს ღრმადა.

ქარი მიბერავს , მიწეწავს თმასა,
წინ ნაბიჯებით მივიკვლევ გზასა,
ძნელია მარტო გაკვლევა გზისა ,
მარტო ვარ ნეტავ ,ასეა მართლა ?

ლამპიონები ანათებს ქუჩებს ,
ქუჩებს მგოსნების და პოეტების ,
წინ მიმიძღვება უიტმენ უოლტ ,
სიტყვისა მთქმელი ფერთ საოცრების.

პროზა ძალაა , ლექსი კი მეტი ,
მეტია იგი მორალით , მართლით,
როცა გავხედავ ჰორიზონტს შორსა
ვეამბორები  უოლტის  მადლით.

ძნელია იყო დიადი კაცი ,
ძნელია ჩასწვდე გონებას სულში ,
ძნელია სწორად მისდიო ქუჩებს
და პატიოსნად იხედო სულში .


ავტორი : გიორგი  ჩაჩხიანი



No comments:

Post a Comment